Blogbamba
msg placeholder Retry Now
msg placeholder
Publishing Comment () Sec
STOP
Edit Blog?
If you edit your live blog it will reset all the matrices.
Delete Blog?
This actions cannot be undone.
Edit Blog?
If you edit your live blog it will reset all the matrices.
Delete Blog?
This actions cannot be undone.
"მეზობელი გვყავს ავად და ევროკავშირში გნახავთ"
"მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი"
George sarjveladze
3 min read

   2023 წლის 14 დეკემბერი საქართველოში სულ სხვანაირად გათენდა, აივანზე გასულს ყავითა და სიგარეტით ხელში თბილისურმა ქარმა ევროპული ჰაერი მაპკურა სახეში. 

- „საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სამშობლო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, განუმეორებელი, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. საქართველოს ხალხმა წარმოუდგენელი სიძნელეები და განსაცდელი გამოიარა და ალბათ, თქვენ გესმით, ჩემი და საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრის მღელვარება დღევანდელ ისტორიაზე. დღეს, როდესაც თქვენ საქართველოს გზა დაულოცეთ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმითი, რომ სწორედ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი აქ - ევროპის სასახლის ტრიბიუნიდან წარმოვთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“

   ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ 1999 წლის 27 იავნარს წარმოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რის შედეგადაც ქართველი ხალხის მღელვარება, ვყოფილიყავით დიდი ევროპული ოჯახის წევრი კიდევ უფრო გამძაფრდა. მაგრამ ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, ალბათ მაშინ, როდესაც სულხან-საბამ დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართა ევროპის სხვადასხვა კუთხეში ან კიდევ უფრო ადრე, როდესაც შოთა რუსთაველმა "ვეფხისტყაოსანი" დაწერა, ან შესაძლოა კიდევ უფრო ადრეც, როდესაც ქართველი ხალხი ქრისტიანობას არ თმობდა და მრავალი რჯულის ხალხს მისი სიმტკიცითა და იდეასა და კულტურაზე დაყრდნობით ამარცხებდა. ვფიქრობ, ევროპის მთავარი იდეაც სწორედ კულტურას, იდეას, კეთილმოყვარეობასა და სიახლეებისკენ სწრაფვას უკავშირდება, ამიტომ დავსვათ კითხვა - ევროპამ ხომ არ გადმოდგა ჩვენსკენ ნაბიჯი? ასე უფრო მართებული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ოდიდგანვე დაატარებს იმ ფასეულობებს, რასაც ევროპელები თავიანთ წარმატების საიდუმლოდ აღიქვამენ. ევროპამ გადმოდგა ნაბიჯი "ვეფხისტყაოსნისკენ", გადმოდგა ნაბიჯი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკისკენ, ვაჟას "ალუდა-ქეთელაურისკენ", აკაკის "გამზრდელისკენ", ბარათაშვილის რომანტიზმისკენ, გურამიშვილის იდეოლოგიისკენ და რაც მთავარია ხალხისკენ, რომლებიც ამ დიდი კულტურული ერთიანობის თავი და თავია. 

- "მეზობელი გვყავს ავად და ევროკავშირში გნახავთ."

   მეზობელი დაგვისნეულდა, აღარ იცის რა ქნას, ვეღარ მუშაობს ახალ თაობაზე ვერც მისი პრესა და გავლენა და ვეღარც მისი კავშირები. თუ ვინმეს ჰქონია შეხება ავ კარის მეზობელთან, დამეთანხმებით, რომ მასთან ერთად თანაცხოვრება ერთ საცხოვრებელ ბინაში საკმაოდ რთულია, რადგან ნებისმიერ ნაბიჯზე შესაძლოა ფეხი დაგიდოს. სწორედ ასე ვცხოვრობთ ჩვენც, მთელი ქვეყანა, რადგან მეზობლად გვყავს ბოროტების სიმბოლო, გაუნათლებელ ხალხთა თავშესაფარი რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან გვიშლიდა ხელს ნაბიჯების წინ გადადგმაში და ავი მეზობელივით გვიდებდა ფეხს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაპრეზიდენტებისთანავე ამბობდა, რომ დასავლეთში ინტეგრაციისკენ ხელს რუსეთის აგორებული პროპაგანდები გვიშლიდა. 

- "დასავლეთში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ამაზე გავლენას ახდენს მოსკოვი, კრემლი. ყველა ეს არასწორი ინფორმაცია მიდის მოსკოვიდან – დასავლელი ჟურნალისტები აკრედიტებული არიან მოსკოვში. ჩვენ ვებრძვით ამ კამპანიას, დეზინფორმაცია უნდა დავამარცხოთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ობიექტური ინფორმაცია გავაგზავნოთ დასავლეთში. მაგალითად, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ბეჭდავს „იზვესტიის“ სტატიებს ჩვენს შესახებ. აქვეყნებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია."

ზვიად გამსახურდია

    ჩვენ ვართ საქართველო, არც ჯორჯია, არც გურჯისტანი და მითუმეტეს არც გრუზია. ევროპული იდეოლოგიის ძირძველი მატარებლები. ჩვენ ვფლობთ კულტურას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს და ჩვენც იგივე ვალდებულება დაგვაკისრეს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰყავდა ექვთიმე თაყაიშვილი და თერგდალეულები, ამიტომ ვალდებულნი ვართ ვიცხოვროთ ღირსეულად და იქნებ ევროპელებსაც ვუწილადოთ ეს ყოველივე, ვუწილადოთ მერაბ მამარდაშვილის იდეური საწყისები. ასეა თუ ისე კენწეროში გვიტკბილდება და საუკუნოვანი შრომა და ტანჯვა, რაც განვვლეთ, მართალია გვიან, მაგრამ მაინც დაგვიფასა ევროპამ. სადღაც შორიდან გამოვჩნდით მზის პირველი სხივივით, არადა მთელი ცხოვრება თავზე ვედექით შუადღის მზესავით.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ევროპამ გადმოდგა ნაბიჯი საქართველოსკენ და ჩვენ, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობით ღირსეულად უნდა შევხვდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ გულწრფელ მეგობრობას ყოველთვის და ყველგან ვაფასებთ. 

- "მეზობელი გვყავს ავად და ევროკავშირში გნახავთ." საბოლოოდ ჩვენს მეზობელს მოუშორებელი ჭირი შეეყარა და ვეღარაფერს ვუშველით, ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ ევროპას ჩვენსკენ გადმოდგმული დიდი ნაბიჯი და გავუწოდოთ მეგობრობის, მშვიდობისა და კულტურული დამოუკიდებლობის ხელი.


ავტორი - გიორგი სარჯველაძე





George sarjveladze
0
@georgesarjveladze
More From George sarjveladze
Comments ()
0
Most Liked
  • Most Liked
  • Most Recent
Delete This Reply?
This actions cannot be undone.
Delete This Comment?
This actions cannot be undone.
msg placeholder
msg placeholder